| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კომპანია Apple–ის წმინდა მოგება 2020–2021 ფინანსური წლის პირველ კვარტალში, რომელიც 26 დეკემბერს დასრულდა, წლიურ გამოსახულებაში 29,3%–ით გაიზარდა $28,755 მლრდ–მდე.
საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალი 21%–ით –
$111,439 მლრდ–მდე გაიზარდა, როცა ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს $102,54 მლრდ–იან ნიშნულზე
ელოდნენ.
კომპანიის რელიზში ნათქვამია, რომ პირველი კვარტლის
შემოსავლები რეკორდულია, ხოლო ამ მაჩვენებელში საერთაშორისო გაყიდვები 64%–ს შეადგენს.
Apple–ს შემოსავლების ნახევარზე მეტი iPhone–ის გაყიდვებზე მოდის.
პირველ კვარტალში iPhone–ის გაყიდვები 17%–ით გაიზარდა და $65,597 მლრდ შეადგინა. Mac-ების გაყიდვები
პირველ კვარტალში, წლიურ გამოსახულებაში 21%–ით გაიზარდა – $8,675 მლრდ–მდე, ხოლო iPad-ების
გაყიდვები სააგნარიშო პერიოდში 1,4–ჯერ არის გაზრდილი – $8,435 მლრდ–მდე.
კომპანია Apple, რომელიც 1976 წელს
დაარსდა, პერსონალურ და პლანშეტურ კომპიუტერებს, აუდიოფლეერებს, ტელეფონებს, „ჭკვიან
საათებს“ და პროგრამულ უზრუნველყოფებს აწარმოებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss