ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Heineken-ი 8 000 თანამშრომელს ამცირებს
10 თებერვალი, 2021, 13:42
Heineken-ი 8 000 თანამშრომელს ამცირებს

თბილისი (GBC) - მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდსახარში კომპანია Heineken პანდემიამდელ მოგებაზე გასასვლელად 8 000 თანამშრომელს დაატოვებინებს სამსახურს. ამის შესახებ კომპანიის მიერ ოთხშაბათს, 10 თებერვალს გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი.

კომპანიის თანხების ეკონომიამ ხარჯების შემცირების გეგმის ფარგლებში, სამ წელიწადში, 2023 წლამდე, 2 მლრდ ევრო უნდა შეადგინოს.

Heineken–ის პროგნოზის თანახმად, კომპანიის შემოსავალი, საოპერაციო მოგება და საოპერაციო შემოსავალის მარჟა 2021 წელს 2019 წლის დონეზე დაბალი იქნება, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო.

კომპანიაში იმედი აქვთ, რომ საბაზრო პირობები 2021 და 2022 წლებში გაუმჯობესდება, ევროპაში ბარებისა და რესტორნების თანდათანობითი გახსნის გამო.

Heineken–ის საოპერაციო მოგება 2020–ში 35,6%–ით დაეცა. ეს მონაცემი ანალიტიკოსების პროგნოზს დაემთხვა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები