| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -აშშ–მა COVID-19-ის სამკურნალოდ „ანტისხეულების კოქტეილის“ საგანგებოდ გამოყენების ნებართვა გასცა. აშშ–ის კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველომ (FDA) კორონავირუსით ინფიცირებული 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის კომპანიის Eli Lilly მიერ წარმოებული „ანტისხეულების კოქტეილის“ საგანგებოდ გამოყენების ნებართვა გასცა.
პრეპარატს იმ პაციენტებზე გამოიყენებენ, რომლებით ინფექციის მძიმე ფორმებით განვითარების რისკის ქვეშ არიან. „ანტისხეულების კოქტეილი“ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამკურნალოდ გამოიყენეს.
FDA–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული „კოქტეილის“ ინტრავენური გამოყენება იმ პაციენტების შემთხვევაში შეიძლება, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 12 წელი, ინფიცირების მსუბუქი ან ზომიერი გართულება აქვთ და არანაკლებ 40 კილოგრამისა იწონიან.
კვლევებმა აჩვენა, რომ „კოქტეილის“ გამოყენების შემდეგ მნივშნელოვნად შემცირდა კოვიდინფიცირებული პაციენტების გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss