ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ასტრა ზენეკა >65 წლის მოქალაქეს დაიცავს
12 თებერვალი, 2021, 10:23
ასტრა ზენეკა >65 წლის მოქალაქეს დაიცავს

თბილისი (GBC) - >65 წლის მოქალაქეებში ასტრა ზენეკას ვაქცინის ეფექტურობაზე ეჭვები ჯმო-ს ექსპერტთა ჯგუფმა  მოხსნა, როგორც გამყრელიძემ თქვა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ძელმძღვანელმა ბოლო სამეცნიერო დასკვნაზე bmg ანალიტიკის ეთერში განაცხადა, სადაც  2-ჯერადი ინექციის ვაქცინის მიმართ ევროპის სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე ჰკითხეს. 

გამყრელიძემ ვაქცინაციის ეროვნული გეგმით  გაწერილზე მეტი რაოდენობის ვაქცინის შეზღუდვაზეც უპასუხა. მისი  თქმით, მაცივრების არარსებობაზე გავრცელებული ვერსია არასწორია, რადგან  ქვეყანას  ეს ინფრასტრუქტურა აქვს. მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრს 50 ერთეული გააჩნია. უბრალოდ ვაქცინისთვის არ იყენებენ და ადგილი უნდა გამოათავისუფლონ.

ამ დროისთვის ლოგისტიკა მხოლოდ 3 დიდ ქალაქშია აწყობილი და 300 000-მდე დოზის შენახვაა შესაძლებლი.

მან დონორების დახმარებაზეც ისაუბრა და  ვაქცინაციის პროცესში ბიზნესის ქველმოქმედებაზე. როგორ ეხმარებოდა სახელმწიფოს კერძო კლინიკები, ლაბორატორიები და სხვა პროფილის კომპანიები, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტერანსპორტირებაში, რეაქტივების შეძენაში. 

გამყრელიძემ განაცხადა, რომ კომპანიების სრულ შემადგენლობას საზოგადოებას მალე წარუდგენს და მათ ღვაწლზეც ისაუბრებს.

ვაქცინაციაში კერძო სექტორის  ჩართვას ამირან გამყრელიძე არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ივნისამდე არ ელის,ფალსიფიცირების რისკის გათვალისწინებით.

გლობალურ  ტენდენციაზეც აღნიშნა - მსოფლიო მედიკამენტების 1 ტრილიონიანი ბაზრის 10% ფალსიფიცირებულზე მოდის.

კოვაქს პლატფორმიდან პირველ  29 250  დოზას თებერვლის ბოლოს ელოდებიან.  I ეტაზე  ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლი 14 000 მედიკოსი აიცრება. შემდეგ აშემოვა 180 000 დოზა ასტრა ზენეკა, რომლითაც ასევე სამედიცინო პერსონალი აიცრება.  შემდეგ მოცუცთა თავშესაფრის ბინადარნი.

 

მისივე ინფორმაციით, სქემაში, ერთჯერადი ინექციის,  ევროპული და ამერიკული 4 ახალი ვაქცინაც ჩაერთვება, კოვაქს პლატფორმას 2 მლრდ დოზა აქვს შეძენილი და გაანაწილებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები