ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
G&T 2021 წელს მინიმუმ 3.6%-იან, მაქსიმუმ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის
16 თებერვალი, 2021, 01:24
G&T 2021 წელს მინიმუმ 3.6%-იან, მაქსიმუმ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის

თბილისი (GBC) - Galt&Taggart -ი 2021 წელს ეკონომიკურ ზრდას ელის. საინვესტიციო ბანკის საბაზო სცენარით მოსალოდნელის ზრდა 5% -ია,  პესიმისტურით - 3.6%. გასულ წელს ვარდნა 6%-ზე მაღალი იყო, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს საბაზო გათვლითაც ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ მაჩვენებელს.

საბაზისო სცენარი ეფუძნება დაშვებას, რომ ტურიზმის სექტორი თანდათანობით აღდგენას დაიწყებს წლის მეორე ნახევრიდან და ქვეყანა მიიღებს დაახ. 1.2 მლრდ აშშ დოლარს (2019 წლის დონის 36%). ზრდის წარმმართველი იქნება ასევე ფისკალური სტიმული, საბანკო დაკრედიტება და ფულადი გზავნილები.

პესიმისტური სცენარი ეფუძნება დაშვებას, რომ ტურიზმის სექტორი არ აღდგებ.

2021 წელს ეროვნული ბანკის ინტერვენციები გრძელდება.  ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში ლარის გამყარებას ველოდებით 3.15-3.2 ნიშნულზე პესიმისტურ სცენარში ლარის კურსი 3.3-3.4 ფარგლებშია მოსალოდნელი.“, - ნათქვამია G&T-ის მიმოხილვაში.


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები