| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო რკინიგზა კვლავ ზარალზეა. 2020 წლის 9 თვეში კომპანიას 117 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 49 მლნ ლარით მეტია.
წლის მესამე კვარტალში შემცირდა კომპანიის შემოსავლებიც და 118.4 მლნ ლარი შეადგინა რაც მეორე კვარტალთან შედარებით 3%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ჯამში 9 თვეში კომპანიამ 363 მლნ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. მცირდება კომპანიის EBITDA და კლება 9 თვეში 2%-ია.
რკინიგზის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად სატვირთო გადაზიდვებზე მოდის. კერძოდ 9 თვეში სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი მთლიან შემოსავლებში 64%-ს შეადგენდა.
პანდემიის ფონზე შემცირდა მგზავრთა გადაყვანით მიღებული შემოსავალი და მისი წილი მთლიან შემოსავლებში 7%-დან 3%-მდე შემცირდა.
სატვირთო გადაზიდვებიდან კომპანიამ 9 თვეში 6 მლნ ლარით - 3%-ით მეტი მიიღო, ვიდრე 2019-ში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss