ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
AstraZeneca ევროკავშირს დაპირებული ვაქცინების მხოლოდ ნახევარს მიაწვდის
24 თებერვალი, 2021, 14:23
AstraZeneca ევროკავშირს დაპირებული ვაქცინების მხოლოდ ნახევარს მიაწვდის

თბილისი (GBC) - კომპანიამ AstraZeneca ევროკავშირს აცნობა, რომ მეორე კვარტალში კონტრაქტით გათვალისწინებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ნახევარზე ნაკლებს მიაწვდის, უთხრა სააგენტო როიტერს ევროკავშირის წარმომადგენელმა.

AstraZeneca–ში არ უარჰყვეს ევროპელი მოხელის სიტყვები, თუმცა კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა წარმადობა გაზარდონ და ევროკავშირს დაპირებული 180 მლნ დოზა გადასცენ.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, რომელიც AstraZeneca–სთან მოლაპარაკებებში უშუალოდ მონაწილეობს, კომპანიამ შიდა შეხვედრებზე დაადასტურა, რომ მეორე კვარტალში 90 მლნ დოზაზე ნაკლებს მიაწვდის ევროგაერთიანებას.

ევროკავშირთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, რომლის შინაარსმა პრესაში გაჟონა, ინგლისურ–შვედურ ფარმაცევტულ კომპანიას ევროკავშირისთვის ვაქცინები უნდა ეწარმოებინა დიდ ბრიტანეთში მდებარე ორ ქარხანაში და ბელგიასა და ნიდერლანდებში მდებარე ქარხნებში.

თუმცა ამ დროისთვის კომპანია ბრიტანეთში წარმოებული ვაქცინების ექსპორტს არ ახორციელებს, ვინაიდან ოფიციალურ ლონდონთან AstraZeneca–ს ცალკე კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ამბობენ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები