ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ბიტკოინის გავლენა კლიმატზე
1 მარტი, 2021, 10:55
ბიტკოინის გავლენა კლიმატზე

თბილისი (GBC) - ამერიკელი მეცნიერები კლიმატზე ბიტკოინების მაინინგის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ. მათი დაკვირვებით, ციფრული მონეტების მოპოვების პროცესისთვის იმაზე მეტი ელექტროენერგიაა საჭირო, ვიდრე მას „მთელი ქვეყნები“ მოიხმარენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

სტატიის ავტორი კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმის მიერ შემუშავებულ ბიტკონებში ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსს ეყრდნობა, რომლის თანახმად, კრიპტოვალუტის შესაქმნელად გამოყენებული ელენერგიის მოცულობა არგენტინის წლიურ მოხმარებას გაუტოლდა. ნიუ–სექსიკოს უნივერსიტეტის პროფესორის ბენჯამინ ჯონსის თქმით, საუბარია წელიწადში ათობით ტერავატ ელექტროენერგიაზე, რომელიც მხოლოდ მინინგს ხმარდება.

გამოცემა წერს, რომ ბიტკოინის მოპოვების ალგორითმი კრიპტოვალუტის რაოდენობის ზრდასთან ერთად რთულდება. დღეის მონაცემებით, 21 მლნ შესაძლო ერთეულიდან უკვე 18,5 მლნ ბიტკოინია მოპოვებული. შესაბამისად, მაინინგისთვის დღეს უფრო მაღალი გამოთვლითი სიმძლავრის კომპიუტერებია საჭირო, რაც, როგორც წესი, უფრო მეტ ელენერგიას მოიხმარს.

ორშაბათს, 1–ელ მარტს, თბილისის დროით 10:50 საათისთვის, 1 ბიტკოინი $45 895.02 ღირს (+2,15%), ხოლო მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $854,7 მლრდ–ს აღწევს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები