ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Agrobade სეტყვის ბადის წარმოებას იწყებს
4 მარტი, 2021, 12:37
Agrobade სეტყვის ბადის წარმოებას იწყებს

თბილისი (GBC) -  მზის და სეტყვისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში ორ თვეში დაიწყება. Agrobade LTD, რომლის საინვესტიციო კაპიტალი 500 ათასი დოლარია დამცავ ბადეებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დასასაწყობებლად საჭირო ტომრების წარმოებასაც გეგმავს. 

Agrobade LTD -ის დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის განმარტებით, საწარმო ბადეებით როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ ბაზრებს მოამარაგებს.

მაისურაძის თქმით, ექსპორტის შესაძლებლობას ზრდის ის რომ ევროკავშირსა და მთელ რიგ ქვეყნებში საქართველოში წარმოებული პროდუქცია იმპორტის გადასახადით არ იბეგრება, რაც მის კონკურენტუნარიანობას ზრდის.

Agrobade LTD-ის 30 %-იანი წილი თურქულ  კომპანია „ფილესანს’ ეკუთვნის, ხოლო მანქანა დანადგარები და ტექნოლოგია გერმანულია. საწარმო ოთხი საქსოვი დაზგით, დღეში  10 ათას კვ.მ. დამცავ ბადეს გამოუშვებს. 1 კვ.მ.-ის  ფასი 0.8 -1 ლარი იქნება. კომპანიას 100 ათას კვ.მ. სეტყვადამცავ ბადეზე შეკვეთა უკვე მიღებული აქვს. დაინტერესებაა მზისგან დამცავ ბადეებზეც, ძირითადად მარნეულიდან. ბადეები მიწიდან 4-4.5 მეტრის სიმაღლეზე მონტაჟდება, რაც სასოფლოსამეურნეო ტექნიკას პრობლემებს არ უქმნის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები