ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი - იაპონიაში ქართული ღვინო შეაფასეს
11 მარტი, 2021, 14:20
 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი - იაპონიაში ქართული ღვინო შეაფასეს

თბილისი (GBC) -სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზესაკურა” 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო კონკურსისაკურა” (The 8rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2021) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა. მასში 32 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებითსომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. 

„საკურას” კონკურსზე მედლები მიიღეს შემდეგი კომპანიების ღვინოებმა: 

საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კომპანიის (GWS) 4-მა ღვინომ მიიღო ოქროს მედალი: TAMADA GRAND RESERVE 2014, TAMADA MUKUZANI 2018, VISMINO GRAND SAPERAVI 2015 და VISMINO KISI 2018;

კომპანია „შატო მუხრანის” 3-მა ღვინომ დაიმსახურა ასევე ოქროს მედლები: CHATEAU MUKHRANI QVEVRI RED 2018, CHATEAU MUKHRANI RESERVE ROYALE GORULI MTSVANE 2016 და CHATEAU MUKHRANI RESERVE ROYALE SAPERAVI 2016;

ოქროს მედლებით დაჯილდოვდა კორპორაცია „ქინძმარაულის” ღვინოები ALAZANIS VALLEY 2018 და KONCHO MTSVIVANI KAKHURI;

კომპანია “მტევინოს” 2-მა ღვინომ KINDZMARAULI 2019 და SAPERAVI KHASHMI 2019 ასევე დაიმსახურა ოქროს მედლები;

ოქროს მედლები მიიღეს „შუხმან ვაინს ჯორჯიას” – SCHUCHMANN SAPERAVI 2019 და „ვაზიანი კომპანის” – MAKASHIVILI WINE CELLAR SAPERAVI 2015;

პრესტიჟულ კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა კომპანია „პავილიონ ვაინსის” ღვინომ KAKHETI 2017;

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები