| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -აქციზის
განაკვეთის განახევრება, საწვავის ფასს 18 -25 თეთრით შეამცირებდა, თუმცა მთავრობა
ამას ვერ და არ გააკეთებს“,- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, აქციზის განაკვეთის განახევრებით ან თუნდაც შემცირებით სახელმწიფო ბიუჯეტს რომელიც უკვე დამტკიცებულია
მნიშვნელოვანი თანხები დააკლდება, რაზეც მთავრობა ვერ წავა. მისი თქმით, აქციზი საწვავზე
ეს არის თითქმის ერთადერთი გარანტირებული შემოსავალი ბიუჯეტში, რაზეც მთავრობა ამ ეტაპზე
უარს უბრალოდ ვერ იტყვის.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის სტატისტიკით, 2020 წელს ბენზინის იმპორტმა საქართველოში 540 ათასი
ტონა შეადგინა, შესაბამისად აქციზის გადასახადიდან ( 1 ტ-500 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტში
270 მლნ ლარი შევიდა. დიზელიდან ( 1 ტ-
400 ლარი ) მიღებულმა შემოსავალმა ბიუჯეტში 226 მლნ. ლარს გადააჭარბა.
ვანო მთვრალაშვილი საწვავის გაძვირებას საქართველოში
ლარის არასტაბილურობას, გაუფასურებას და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის 64 დოლარიდან 68,8 დოლარამდე ზრდას უკავშირებს.
„გასული წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,8876 ლარს. დღეისათვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 3,3204 ლარს. ზრდა განხორციელდა 0.44 ერთეულით ანუ 15,3%-ით.
ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მატება პირდაპირ პროპორციულ კავშირშია S&P Global Platts-ების მკვეთრ მატებასთან. კერძოდ,მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის საავტომობილო საწვავზე ფასი გაზრდილია 195 დოლარით/ტონაზე (43%), ხოლო დიზელის საწვავზე ფასი გაიზარდა 117 დოლარით/ტონაზე(27,8%)“,- აცხადებს მთვრალაშვილი.
დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტო-გასამართ სადგურებზე შეადგენს:
რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,45-2,50 ₾არი/ლიტრზე,
პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,68-2,71 ₾/ლ,
სუპერი ტიპის ბენზინი - 2,77-2,81 ₾/ლ
ევრო დიზელის საწვავი - 2,63-2,73 ₾/ლ,
დიზელის საწვავი - 2,53-2,67 ₾/ლ.
ხოლო არაბრენდირებულ ავტო-გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 1 ლიტრ საწვავზე 20-25 თეთრით უფრო იაფია ვიდრე ბრენდულ ავტო-გასამართ სადგურებზე,
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss