ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
რუსეთიდან იმპორტი 9.2%-ით შემცირდა
18 მარტი, 2021, 11:45
რუსეთიდან იმპორტი 9.2%-ით შემცირდა

თბილისი (GBC) - საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, ანუ უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტს მზარდი ტენდენცია აქვს. 2012 წლის შემდეგ რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებით, რუსეთს საქართველოს იმპორტში მეორე ადგილი უჭირავს და მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება.

2020 წელს რუსეთიდან საქართველოში 887 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 9.2%-ით შემცირდა, თუმცა რუსული პროდუქტის წილი იმპორტში 10.3%-დან 11.1%-მდე გაიზარდა. წილის ზრდის მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან იმპორტი უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი იმპორტი (შემცირდა 16%-ით).

რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (15%) ბენზინს უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს რუსეთიდან 15 ათასი ტონით მეტი ბენზინი შემოვიდა, ფასის შემცირების გამო ბენზინის იმპორტის ღირებულებამ 70 მლნ აშშ დოლარით მოიკლო.

რუსეთიდან იმპორტში მეორე ადგილი ხორბალს უჭირავს. 2020 წელს რუსეთიდან 107 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 488 ათასი ტონა ხორბალი შემოვიტანეთ. 2019 წელთან შედარები ზრდა 18%-ია. ამავე დროს, 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 99.4% რუსული ხორბალი იყო. ხორბალზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში სასურსათო მოხმარებაში ხორბლის 70%-მდე რუსეთზე მოდის.

რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულებაც გარკვეული საფრთხის შემცველია, რადგან პოლიტიკური ან სხვა მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის. გასული წლის განმავლობაში „კოვიდ-19”-ის პანდემიის გამო რუსეთმა საკუთარი ხორბლის ექსპორტი ორჯერ შეაჩერა დროებით. ერთი ტონა იმპორტირებული რუსული ხორბლის საშუალო ფასი კი 210 აშშ დოლარიდან 220 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, - განმარტავენ არასამთავრობოში.

რუსეთიდან იმპორტში ასევე მნიშვნელოვანი წილი (5%-მდე) უჭირავს მზესუმზირის ზეთს, რომლის იმპორტი 2020 წელს 21%-ით გაიზარდა და 41 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები