ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართველ მომხმარებლებზე კრიპტომაინერული შეტევების სიხშირე მკვეთრად დაეცა
18 მარტი, 2021, 16:20
ქართველ მომხმარებლებზე კრიპტომაინერული  შეტევების   სიხშირე  მკვეთრად დაეცა

თბილისი (GBC) - 2020 წელს, ქართველი მომხმარებლების კომპიუტერების 1,66%-ზე   მოხდა  მაინერების  ფარული დაინსტალირების მცდელობა, მაშინ როცა  2019 წელს ეს მაჩვენებელი 2,80% იყო. თუ 2019 წელს  სომხეთში მომხმარებლების 3,51%-მა განიცადა მსგავსი სახის მცდელობა, ის   2020 წლისათვის 2, 39% -მდე შემცირდა, აზერბაიჯანში ეს მაჩვენებლები 4,02%  და  2,29% იყო. ამის დასტურია „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემები.

 

გასულ წელს კომპანიამ აღმოაჩინა მაინერების  დაინსტალირების მცდელობები 1 523 148 მომხმარებლის კომპიუტერებზე. მაინერთა წილი თავდასხმების მთლიან მოცულობაში იყო 2,49%,  ხოლო Risktool  ტიპის პროგრამათა შორის  - 13,82%.   2019 წელს მაინერთა დაინსტალირების  მცდელობები იქნა აღრიცხული  2 259 038  მომხმარებლის კომპიუტერზე. მაინერთა  წილი თავდასხმების მთლიან მოცულობაში იყო 3,64%, ხოლო %,  ხოლო Risktool  ტიპის პროგრამათა შორის  - 6,94 %.

 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სისტემა, ფარული მაინერის დაინსტალირებისას, უფრო ნელა რეაგირებს მომხმარებლის მოქმედებებზე, რადგან მოწყობილობის მეხსიერება, პროცესორი და ვიდეო ბარათი დაკავებულია კრიპტომაინინგით. ამავდროულად, აქტიურ მაინერთან ერთად ენერგიის მოხმარება დაახლოებით ხუთჯერ იზრდება და ელექტრონულმა დატვირთულობამ  შეიძლება კომპიუტერი ნაადრევად გამოიყვანოს წყობიდან.  თქვენი სურვილის წინააღმდეგ   კრიპტომინერების დაყენების თავიდან ასაცილებლად,  უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები მოწყობილობის, ინტერნეტის, სოციალური ქსელების, ელ.ფოსტისა და მყისიერი მესინჯერების გამოყენებისას და ყოველთვის უნდა ისარგებლოთ საიმედო ანტივირუსით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები