| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „გილდა" სახელმწიფოს იმ შეთავაზებით სარგებლობას,
რაც სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ან აუქციონის წესით შესყიდულ ქონებაზე საიჯარო ქირის, პირგასამტეხლოს ან გადასახდის გადავადებს
გულისხმობს, არ აპირებს.
როგორც „გილდაში“ აცხადებენ, მათ ამგვარი საჭიროება
არ უდგათ, თუმცა სახელმწიფოს ამ ინიციატივას მიესალმებიან და დადებითად აფასებენ. კომპანიის მფლობელის გიორგი კახიძის განცხადებით, საწარმოო ფართი 1500 კვ.მ. მან სახელმწიფოსგან
220 000 ლარად 2020 წელს შეიძინა. „გილდა“
შემოსაღობ საშუალებებს, კერძოდ, მავთულ
ბადეებს, ასევე ეკლიან ბადეებს და პლასმასის ბადეებს აწარმოებს. კომპანიაში 9 ადამიანია
დასაქმებული.
როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა,მთავრობა
შეღავათებს გაუწევს იმ კომპანიებს, რომლებმაც აუქციონის გზით, სხვადასხვა პირობით შეიძინეს
სახელმწიფო ქონება და პანდემიის გამო ვერ შეძლეს საფასურის გადახდა, საინვესტიციო პირობების
შესრულება, ასევე მათ, ვინც იჯარით აიღეს სახელმწიფო ქონება და საიჯარო გადასახადი
დაუგროვდათ.
ნათია თურნავას ინფორმაციით, სამინისტროში მიმართვის
საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დღესდღეობით 109 მცირე და საშუალო კომპანიაა,
რომელთაც საკმაოდ დიდი ოდენობის პირგასამტეხლოები დაუგროვდათ და ეს საკმაოდ დიდი დახმარება
იქნება ბიზნესისთვის ამ რთულ პანდემიურ პერიოდში. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს
კანონში ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ არის ინიცირებული
და უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარედგინება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss