| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

იანვარ-თებერვალში
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე)
1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
12.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (6.8 პროცენტით
ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარს (14.1 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვართებერვალში, 664.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,
რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.
უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი
(71.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (66.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (53.8 მლნ.
აშშ დოლარი).
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (248.5
მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (202.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (193.7 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
ექსპორტის გარეშე) 494.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით ნაკლებია გასული
წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი
ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 74.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით გაიზარდა და 369.0 მლნ. აშშ დოლარს
გაუტოლდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss