| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი ( GBC) -ტაქსების
დაზღვევის ზარალიანობის კოეფიციენტი 80-100 %-ია. მაღალი ზარალიანობით გამოირჩევა სახელმწიფოს
მიერ დაზღვეული ავტოპარკი და ავტომობილების კორპორატიული დაზღვევაც.საერთო ჯამში, საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევის ზარალიანობის
კოეფიციენტი 73% აღწევს. სადაზღვეო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას ხელმძღვანელის
ნინო კობახიძის თქმით, მაღალ ზარალიანობას დოლარის მაღალი კურსი და საქართველოს ავტოპარკის
სიძველე (საშუალო ასაკი 18 წელი ) განაპირობებს. 2019 წლის მონაცემებით საქართველოს ავტოპარკის ( 1.06 მლნ გამართული ავტომობილი ) მხოლოდ
7 %-ია დაზღვეული. კობახიძე სიტუაციის გამოსწორებას ავტომობილების და მესამე პირის
სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამდე არ ელოდება და იმედი აქვს, რომ ეს წელს მაინც
მოხდება.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ 2018 წელს მოამზადა, პარლამენტში ინიცირებისათვის
მზად არის. კანონპროეტით წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობება
ასე განისაზღვრა:
-მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე
მეტია – 75.00 - 110.00 ლარი;
-მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური
მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა
8-ს არ აღემატება – 100.00 - 150.00 ლარი;
-ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა
მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 - 240.00 ლარი;
-სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური
მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 - 310.00 ლარი;
-მისაბმელისათვის – 50.00 - 75.00 ლარი;
-სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი
მანქანისათვის – 60.00 - 90.00 ლარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss