ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისისათვის 400 ავტობუსის შეძენაძე ტენდერი გამოცხადდა
7 აპრილი, 2021, 12:42
თბილისისათვის 400  ავტობუსის შეძენაძე ტენდერი გამოცხადდა

თბილისი ( GBC) -„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ M2 ტიპის 8 მეტრიანი 400 ერთეული ავტობუსის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების თანახმად ავტობუსები ლურჯი ფერის ე.წ. "მეტალიკი"და 2021 წელს გამოშვებული უნდა იყოს. გარდა ამისა, ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული კონდინცირება და გათბობა. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15˚C - +45˚C). გათბობის სისტემამ უნდა უზრუვნელყოფდეს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში თბილი ჰაერის თანაბარ გადანაწილებას. აგრეთვე კონდინცირების სისტემა უნდა უზრუვნელყოფდეს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში ცივი ჰაერის თანაბარგადანაწილებას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 36 მილიონი ლარია. წინადადებების მიღება სატენდერო პირობების თანახმად 29 აპრილს იწყება და  4 მაიის მთავრდება. ტენნდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შემსყიდველს პროდიქცია,ანუ ავტობუსები 180 დღის ვადაში მიაწოდოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები