| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობას $500 მლნ ევრობონდები დაუფარია. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ტრანზაქციის წინა კვირას განხორციელებაზე განაცხადა, საფინანსო-საბიჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ახალი სესხის წარმატებით აღების მოსალოდნელ 10 დღიან პროცესზე.
გიორგი კაკაურიძის თქმით, დაგეგმილ ტრანზაქციაზე ჯერ კიდევ 2021 ბიუჯეტის დამტკიცებისას ითქვა. რეფინანსირებისთვის 1.657 მლრდ ლარი იყო გათვალისწინებული.ევრობონდების დაფარვა ბიუჯეტის პირველადი ვერსიით იგეგმებოდა. მთავრობა აღნიშნავდა, რომთუ ვირუსი არ გართულდებოდა და ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ კორექტირდებოდა, დეპოზიტზე დაგროვილი თანხით ბონდები დაიფარებოდა. ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთი მნიშვნელოვნად მცირდებოდა (34 მლნ ლარამდე).
პროცესში ქართულ მხარეს საინვესტიციო ბანკები Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი წარმოადგენს. Galt & Taggart-ის მოლოდინით, ბაზარზე დაწეული განაკვეთების და ბოლოდროინდელი განთავსებების (სომხეთი, უზბეკეთი ...) გთვალისწინებით, ჩახურული 10-წლიანი ბონდების სარგებლის 6.875% 1/2 არა მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. ვადიანობაც (7,10Y) გარიგების პროცესში, ინვესტორების მადის შესაბამისად დაზუსტდება.
ევრობონდების რეფინანსირებისთვის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan-თან, Goldman Sachs-თან და ICBC-თან მოლაპარაკებები მარტში დაიწყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss