ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ზესტაფონში ქარის ელექტროსადგური აშენდება
13 აპრილი, 2021, 15:32
ზესტაფონში ქარის ელექტროსადგური აშენდება

თბილისი (GBC) - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 50 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პროექტის განხორციელება შპს "ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური"-ს სურს.

კომოპანიასა და მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმი აღნიშნულ ტერიტორიაზე ითვალისწინებს 150 მგვტ-ის სიმძლავრის განვითარებას. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა პირველი ფაზის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას.  

 კომპანიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე წარუდგინა სკოპინგის ანგარიში, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ ENERCON-ის მოდელის ქარის 10 ტურბინა დამონტაჟდება.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ზესტაფონის 50 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის საშუალო წლიური გამომუშავება 162 მლნ კვტ.სთ იქნება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ ერთი ქარის ელექტროსადგური ფუნქციონირებს, რომლის დადგმული სიმძლავრე 20,7 მგვტ-ს შეადგენს. 2020 წელს ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 90,8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც საქართველოში გამომუშავცებული ელექტროენერგიის 1%-მდეა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები