ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
"ტრანზაქციები მიქრის" - უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება
16 აპრილი, 2021, 15:17
ტრანზაქციები მიქრის - უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (GBC) - 2021 წლის მარტში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდის ტენდენცია და ტემპი შენარჩუნებულია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში 32%-ით, ბათუმში კი 30%-ითაა გაზრდილი. Colliers International Georgia-ს მონაცემებით, თბილისში, 2021 წლის მარტში 3,060 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 32%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი - 20%-ით. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 132 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

 

2021 წლის მარტში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,021 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 33%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 25%-ით მეტი 2019-თან შედარებით. აღნიშნული შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მშენებარე საცხოვრებელი ობიექტის დასრულებასთან, რაც ჯამში დაახლოებით 170 ერთეულ ბინას მოიცავს. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 30% და 11%-ით გაიზარდა 2020-სა და 2019-თან შედარებით.

 

ბათუმში, 2021 წლის მარტში 1,017 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი - 28%-ით. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ახალაშენებულ პროექტებში 849 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 29%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 27%-ით მეტი 2019-თან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 35% და 34%-ით გაიზარდა 2020-სა და 2019 წლებთან შედარებით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები