| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანია სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჯამში, მის შვილობილ კომპანიებთან ერთად, 19.9 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
აქედან, სემეკთან შეთანხმებული ინვესტიციის
მოცულობა 16.7 მლნ ლარი იყო.
კერძოდ, სემეკთან შეთანხმებული განხორციელებული
ინვესტიციებია - „ენერგო-პრო ჯორჯია“ - 12.3 მლნ ლარი, „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“
(რიონჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესების კასკადი, ძევრულჰესი) - 4.4 მლნ ლარი.
გარდა ამისა, კომპანიამ მიმდინარე წლის მარტში „ჯი ფაუერში“ (გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური) მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებში, 3.2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, რომელიც სემეკთან შეთანხმებული არ ყოფილა (დერეგულირებულია).სემეკთან შეთანხმებული 5 წლიანი გეგმის მიხედვით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2021 წელს 68.12 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 2021-2025 წლებში კი ჯამურად 424.7 მლნ ლარი.
გეგმის მიხედვით სს „თელასმა“ 2021 წელს 18.2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების
საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქვესადგურების, საჰაერო გადამცემი ხაზების, საკაბელო
მეურნეობების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის სხვა კომპონენტების მშენებლობას,
რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას, რაც აუცილებელია მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის
საიმედო და უწყვეტი მიწოდებისთვის.
სემეკმა ქვეყნის ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგებისათვის
აუცილებელი ინვესტიციები გასული წლის დეკემბერში შეითანხმა - ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიები
2021-2025 წლებში ჯამურად - 1.3 მლრდ ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss