| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის ქვეყანაში დღეს არსებული გენერაციის ობიექტების სიმძლავრე 130%-ით უნდა გაიზარდოს.
ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე
4533 მგვტია, აქედან ჰესების სიმძლავრეა 3323 მგვტ, 110 მგვტ აირტურბინების, 21 მგვტ
ქარის სადგურების, ხოლო კომბინირებული და თბოელექტროსადგურების 1079 მგვტ. დღეისათვის
ჯამური დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 74% მოდის ჰესებზე.
2031 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემის ჯამური სიმძლავრე
გაიზრდება 10396 მგვტმდე. აქედან 7188 მგვტ იქნება ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრე,
1330 მგვტ ქარის სადგურების, 520 მგვტ მზის სადგურების, 110 მგვტ აირტურბინების, ხოლო
1248 მგვტ მაღალი ეფექტურობის მქონე კომბინირებული თბოელექტროსადგურების სიმძლავრე,
რომლებიც ჩაანაცვლებენ მოძველებულ გარდაბნის N 3, 4 და 9 ბლოკებს. ჰესების წილი ჯამურ
დადგმულ სიმძლავრეში 2031 წლისთვის იქნება 69%მდე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების
ათწლიანი გეგმა შესასრულებლად სავალდებულო აქტია, მაგრამ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით
ქვეყანაში არსებული პროტესტიდან და წინააღმდეგობიდან გამომდინარე, გენერაციის განვითარების
გეგმა მაღალი ალბათობით ვერ შესრულდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss