ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მტკვარი ჰესი ამუშავდება, გაისად
20 აპრილი, 2021, 19:01
მტკვარი ჰესი ამუშავდება, გაისად

თბილისი (GBC) - საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, მტკვარი ჰესზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლო იგეგმება.

მტკვარი ჰესის აქტიური სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც თანაინვესტირების ფონდმა შეჩერებული პროექტის 100%-იანი წილი გამოისწყიდა და პროექტის განხორციელება განაახლა.

მტკვარი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღმა არაერთხელ გადაიწია. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, ჰესის მშენებლობის დასრულება თავდაპირველად 2017 წელს იგეგმებოდა. ქსელის განვითარების განახლებული, 2021-2031 წლების გეგმის მიხედვით, მტკვარი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა უკვე 2022 წელს იგეგმება.

ცნობისთვის, მტკვარი ჰესის დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 251,5 მლნ კვტ.სთ იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 157 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები