ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
აცრებს ბრიგადები ემატება
4 მაისი, 2021, 12:18
აცრებს ბრიგადები ემატება

თბილის (GBC) - აცრის ცენტრებს ოთხშაბათიდან 44 დაწესებულება და  33 ბრიგადა დაემატება (ამ დროისთვის 91/137-ია). სამშაბათიდან იმუნიზაციის პროცესში ასტრაზენეკას და ფაიზერს ჩინური წარმოების ,,სინოფარმი“ (Sinopharm) დაემატა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ჩინეთსა და მის გარეთ 200 მილიონზე მეტი დოზაა გაცემული. როგორც იცით, საქართველომ 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო. 27/04 -დან, აცრაზე, საქართველოში,  >18 წლის 17 613 მოქალაქეა დარეგისტრირებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირველი აიცრა, 09:30 სთ-ზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახ.ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ინფორმაცია ვაქცინებზე 

1.     ასტრა ზენეკა ვირუს-ვექტორული ვაქცინა, იყენებს ადენოვირუსს, ანალოგიურია რუსული სპუტნიკი და ჯონსონ და ჯონსონის ვაქცინაკორონავირუსის გენის - ე.წ. წვეტის ცილის (spike protein) გენის მიბმა რომელიმე ვექტორთან (გადამტანთან) -  უვნებელ ვირუსთან, მაგალითად რეკომბინანტულ ადენოვირუსთან. გადამზიდავი ვირუსი ახდენს კორონავირუსის სპაიკ ცილის მიტანას და იმუნური სისტემა იწყებს ლიმფოციტების და ანტისხეულების გამომუშავებას.  

პფაიზერი - რნმ ვაქცინა, ანალოგიურია მოდერნას ვაქცინა ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგია - ინფორმაციული ანუ მესენჯერ-რნმ (მ-რნმ) ვაქცინები.  ამ დროს ორგანიზმშიც შეჰყავთ არა ვირუსი, ან მისი ცილის (სპაიკ პროტეინის) ფრაგმენტი, არამედ  მ-რნმ, რომელიც სპაიკ პროტეინის ინფორმაციას შეიცავს. თავად ორგანიზმში იწყება სპაიკ პროტეინის გამომუშავებას, რომლის მიმართ ორგანიზმი მერე გამოიმუშავებს იმუნურ პასუხს.

სინოფარმი - ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსი, იწვევს მხოლოდ იმუნიტეტის სტიმულირებას, ანალოგიურია ჩინური, რუსული და ინდური ვაქცინები. ეს ტრადიციული მეთოდი - დასუსტებული/ინაქტივირებული ვირუსის გამოყენება იმუნური პასუხის გამოსამუშავებლად.

ნოვავაქსი - კორონავირუსის სუბ-ნაწილაკზე დაფუძნებული ვაქცინა. პროტეინული ერთეულების - ვირუსის რეკომბინანტული წვეტის ცილის (სპაიკ-პროტეინის) ნაწილის შეყვანა. გამოიყენება ასევე სანოფი-გლაქსოს ვაქცინებში. გამოცდილი (მაგ. B ჰეპატიტის ვაქცინის დროს) და შედარებით უსაფრთხო ტექნოლოგიაა,



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები