ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯიბე წიწიბურის დეფიციტს და მნიშვნელოვან გაძვირებას არ ელოდება
5 მაისი, 2021, 13:34
ჯიბე წიწიბურის დეფიციტს და მნიშვნელოვან გაძვირებას არ ელოდება

თბილისი (GBC) - საქართველოში წიწიბურის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი შპს „ჯიბე“ წიწიბურის დეფიციტს და  ფასების მნიშვნელოვან  ზრდას მინიმუმ სამი თვის განმავლობაში არ ელოდება. კომპანიაში, რომელიც თვეში დაახლოებით 600 კგ წიწიბურას იმპორტს ახორციელებს, აცხადებენ, რომ 2 თვის მარაგები აქვთ და  რუსეთის მიერ წიწიბურის ექსპორტზე გამოცხადებყული ემბარგოს მომზადებული შეხვდნენ.

შპს "ჯიბეს" კომერციული დირექტორის მოადგილე  თეონა ლომინაძე ახლო მომავალში არც წიწიბურის  ფასის მნიშვნელოვან ზრდას ელოდება.  მისი თქმით, 1 კგ წიწიბურას საბითუმო ფასი "ჯიბეს" ქსელში  ამჟამად 3.90 ლარია, მაშინ როცა გასული წლის შესაბამის პერიოდში 1 კგ წიწიბურა 4.3 ლარი ღირდა. ამ გარემოებას ლომინაძე საერთაშორისო ბაზრებზე და მწარმოებელ ქვეყნებში წიწიბურაზე არსებული ფასის ცვალებადობით ხსნის. ლარის შემდგომი გაუფასურების გამო ლომინაძე არ გამორიცხავს, რომ წიწიბურის ფასი გაიზარდოს, თუმცა ამ მიმართებით გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება უჭირს.

გასულ კვირას რუსეთმა წიწიბურას ექსპორტის შეზღუდვის შესახებ განაცხადა. დროებითი რეგულაციის ინიციატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა. საკითხი ხელისუფლებამ საბაჟო ტარიფების რეგულირების სხდომაზე უკვე განიხილა. ერთი-ერთი ვერსიით, აკრძალვა ძალაში 2021 წლის 31 აგვისტომდე იქნება.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში პროდუქტის 99,9% რუსული წარმოებისაა. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, საქართველომ სულ 701 700 დოლარის წიწიბურა შეიძინა, საიდანაც, 701 400 დოლარის პროდუქტი სწორედ რუსეთიდან იმპორტირდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები