ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გოგა მელიქიძე: ჩვენი მიზანი ინფლაციის გრძლევადიან პერიოდში დამარცხებაა
მარიამ მინაძე
6 მაისი, 2021, 15:04
გოგა მელიქიძე: ჩვენი მიზანი ინფლაციის გრძლევადიან პერიოდში დამარცხებაა

თბილისი (GBC) - საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე        არსებული გამოწვევების და ინფლაციის ზრდის ფონზე, პოტენციურ რისკებს აფასებს.

მისი განცხადებით, იმ დროს როდესაც ეკონომიკაში ინფლაციური ფონია, მას მოყვება საპროცენტო განაკვეთების ზრდაც - საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდა, ჩვენ დავინახეთ რეფინანსირების განაკვეთის 1%-ით ზრდა.

მელიქიძის თქმით, საპენსიო აქტივების პორტფელის 38% მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზეა განთავსებული, რომლებიც სრულად მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე (რეფინანსირების განაკვეთს დამატებული გარკვეული სარგებელი) და შესაბამისად მაქსიმალურად ფარავენ ინფლაციას. რაც შეეხება საპენსიო აქტივების დანარჩენ 62%-ს, ისინი განთავსებულია 2-ჯერ მეტ საპროცენტო განაკვეთში ვიდრე ბოლო 3 თვის საშუალო წლიური ინფლაცია (6%).

საერთო ჯამში, საპენსიო აქტივებს ერიცხებათ წლიური ეფექტური 11%, იმ დროს როდესაც ქვეყანაში მიმდინარე ინფლაცია არის 7.2%, ხოლო თანხებში გამოხატული, საპენსიო აქტივებზე ჯამური დარიცხული სარგებელი წარმოადგენს 148 მლნ ლარს.

სააგენტოს CIO-ს განცხადებით, ობლიგაციებში ინვესტირება, ისევე როგორც სხვა კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებში, ყოველთვის იქნება მათი ინტერესის სფერო. დღესაც აქტიურად უყურებენ ობლიგაციების ბაზარს და სამომავლოდ (მის შემდეგ, რაც ეყოლებათ სპეციალიზირებული დეპოზიტარი) ყველა ემისიას განიხილავენ საინვესტიციოდ, რომლებიც შეესაბამება მათ საინვესტიციო მიზნებს და რისკის მოთხოვნებს/ლიმიტებს.

„აქვე ავღნიშნავ, რომ ჩვენს საინვესტიციო მიზანს წარმოადგენს რეალური ამონაგების გენერირება, რაც ნიშნავს ინფლაციის გრძლევადიან პერიოდში დამარცხებას.“

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით  საშუალო და შედარებით მაღალ რისკიან პორტფელებში ინვესტირება 2023 წლის აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

მელიქიძის თქმით, ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი შენარჩუნდება და მას დაემატება უკვე 2 ახალი საინვესტიციო სტრატეგია, საშუალო რისკიანი და შედარებით მაღალ რისკიანი პორტფელების სახით.

საპენსიო სქემის მონაწილეებს კი ექნებათ საშუალება აირჩიონ მათთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი, ნაკლებად რისკიანი, საშუალო რისკიანი თუ შედარებით მაღალ რისკიანი. მონაწილეს ასევე შეეძლება საკუთარი დანაზოგის გადანაწილება აღნიშნულ 3 საინვესტიციო სტრატეგიაში.

რაც შეეხება საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ ტენდენციებს, გოგა მელიქიძის თქმით, საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ფასები გაზრდილია და ასევე ნარჩუნდება მაღალი ბუნდოვანება.

„მსოფლიოში თითქმის ყველგან შეიმჩნევა ინფლაციური ფონი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საპროცენტო განაკვეთების ოდნავი მომატება, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს დაწოლა აქციების (წილობრივი ფასიანი ქაღალდების) ბაზრებზე და მოახდინოს გარკვეული ყურადღების/მოთხოვნის გადატანა ობლიგაციების ბაზრებზე“, - აცხადებს მელიქიძე და აღნიშნავს, რომ საპესიო ფონდი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ინტენსიურ მონიტორინგს ახდენს და გარკვეულ ეტაპზე განიხილავს მათში ინვესტირებას, განსაკუთრებით გრძელვადიანი პერიოდით.    

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები