ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სმიშინგი კვლავ ემუქრება მობილური მომხმარებლების ფინანსებს: როგორ დავიცვათ თავი მისგან
7 მაისი, 2021, 17:18
სმიშინგი  კვლავ  ემუქრება მობილური მომხმარებლების ფინანსებს: როგორ დავიცვათ თავი მისგან

თბილისი (GBC) - სმიშინგური შეტევები, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იმპულსურად ვითარდება მთელ მსოფლიოში. „კასპერსკის ლაბორატორიის“ თანახმად, თაღლითები იყენებენ სხვადასხვა სახის ხრიკებს რათა მსხვერპლს გამოძალონ პირადი იმფორმაცია, ყველაზე ხშირად ეს არის ინტერნეტ-ბანკის ან საბანკო ბარათის მონაცემების პაროლი  სმიშინგის გამოყენებით (smishing = SMS + phishing). ამისათვის იგზავნება SMS შეტყობინებები  სხვადასხვა სახის  გამოგონილი პრობლემების მომიზეზებით, იქნება ეს  მოუკითხავი ამანათი, გადაუხდელი ანგარიშები, თუ დაბლოკილი აკაუნტები.  როგორც წესი, მოკლე შეტყობინებას ახლავს ბმული, რომელზე დაწკაპუნებით მომხმარებელი ან აინფიცირებს თავის მობილურ მოწყობილობას მავნე პროგრამებით, რომელიც  ინიღბება ზოგიერთი სერვისის ლეგიტიმური პროგრამის ქვეშ და დაჟინებით მოითხოვს ყველა მნიშვნელოვან მონაცემს,   ან  კიდევ მომხმარებელს შეიტყუებს გარკვეული მომსახურების ლეგიტიმური საიტის ვიზუალით შენიღბულ გვერდზე და აქაც ცდილობს მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციის გამოძალვას.

ექსპერტების აზრით, სმიშინგი უფრო საშიშია, ვიდრე ჩვეულებრივი  ფიშინგი, რადგან ხალხი ნაკლებად ელოდება მოტყუებას  SMS-დან. მობილური ოპერატორების სპამ- ფილტრებს არ აქვთ ისეთი მოქნილობა და სიზუსტე, როგორც საფოსტო ოპერატორებს. ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში, ადრესატი ხშირად არ ფიქრობს ვისგან არის და რა წერია მასში - ის უბრალოდ აწკაპუნებს  ბმულზე. SMS - ს აქვს ნაკლები გარეგნული ნიშნები,  რომლითაც თაღლითობის ამოცნობა შეგიძლიათ. ფოსტაზე ყოველთვის შეგიძლიათ იხილოთ გამომგზავნის მისამართი, შეაფასოთ წერილის დიზაინი და განლაგება, შეამოწმოთ დაწერილის აზრიანობა და დამწერის  წიგნიერება. გარდა ამისა, SMS-ის შემთხვევაში, თაღლითებს შეუძლიათ შეცვალონ გამომგზავნის რეალური ნომერი ყალბით.

ექსპერტების აზრით, სმიშინგისაგან  თავის დასაცავად ყველაზე საიმედო გზაა არსად დააჭიროთ და არ გააზიაროთ მონაცემები. მნიშვნელოვანია გამოიყენოთ  ორფაქტორიანი ავტორიზაცია იქ, სადაც ის ხელმისაწვდომია. რის შემდეგაც, მოპარული პაროლიც კი ვერ დაეხმარება კრიმინალებს ანგარიშის მითვისებაში. თუ მომხმარებელი მაინც  წამოეგო ანკესზე,  ის  სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეს ბანკს, დაბლოკოს ბარათები და შეცვალოს პაროლები. თუ არსებობს ეჭვი, რომ ეს არ არის სმიშინგი, არამედ ბანკის ჩვეულებრივი გზავნილია, უმჯობესია დაუკავშირდეთ ბანკს პირდაპირ და გაარკვიოთ, გამოგიგზავნათ თუ არა მან ნამდვილად მსგავსი რამ. ბანკის კონტაქტები უნდა იქნას აღებული  ოფიციალური წყაროდან, მაგალითად ვებსაიტიდან და არავითარ შემთხვევაში მიღებული მესიჯიდან.  უსაფრთხოების მრავალ გადაწყვეტილებებში დიდი ხანია ჩაშენებულია ფილტრები, რომლებიც იჭერს SMS და მყისიერ მესინჯერების საეჭვო ბმულებიდან, აფრთხილებენ მომხმარებელს მათ შესახებ და დახმარებას უწევენ  მას  არ დაკარგოს ფული  წუთიერი უყურადღებობის გამო. მიზანშეწონილია გამოიყენოთ სატელეფონო სპამისგან და თაღლითობისგან   დამცველი პროგრამები. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები