ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
TBC Concept პრემიუმ სეგმენტში ლიდერობს
მარიამ მინაძე
10 მაისი, 2021, 19:09
TBC Concept პრემიუმ სეგმენტში ლიდერობს

თბილისი (GBC) – TBC Concept-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 2020 წელს 96,385 შეადგინა, რაც 16.8%-ითაა გაზრდილი (y.y).

TBC -ის კერძო, პრემიუმ სეგმენტის მომხმარებელთა დეპოზიდებმა  საანგარიშო პერიოდში 2.8 მლრდ ლარი შეადგინა, ზრდა 34.4% (y.y).

ხოლო, მათმა სესხების პორტფელმა კი 3.8 მლრდ ლარი შეადგინა, +26.5%-ით (y.y).

2020 წელს TBC Concept-ის ციფრული მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 44,770-ს მიაღწია, ზრდა - 26.9% (y.y).

“ციფრული ზრდისკენ მიმავალი ტენდენციით, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი ციფრული მოდელი, რომელიც დაიწყო 2019 წლის თებერვალში, პოპულარობით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობაში და განაგრძობს ახალი კლიენტების მოზიდვას”, - აცხადებს TBC.

TBC-მ TBC Status-ის რებრენდინგი განახორციელა და TBC Concept -ით მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი ფორმატი შექმნა.

ახალ მოდელს "სააბონენტო მოდელს" უწოდებენ, რაც TBC Private Banking- ს საშუალებას აძლევს  გახდეს უფრო მოქნილი და მათი მომხმარებლის სპეციფიკურ საჭიროებებზე უკეთესად მორგებული. ამ კონცეფციით, მომხმარებლებს აძლევენ შესაძლებლობას მიიღონ პერსონალური პროდუქტი და მომსახურება სტანდარტული პაკეტის ნაცვლად.

მათ შორის, პირადი კონსულტაცია თავიანთი ბანკისგან სპეციალურად შემუშავებულ ფიზიკურ სივრცეში, რომელიც განთავსებულია საქართველოში 24 ფილიალში.

ეს უკანასკნელი ვარიანტი განკუთვნილია ციფრული მომხმარებლებისთვის, რომელთაც ურჩევნიათ ყოველდღიურად მართონ თავიანთი საბანკო ოპერაციები და მიიღონ ფინანსური რჩევები ინტერნეტით, ხოლო წვდომა აქვთ ყველა კერძო საბანკო მომხმარებლის შეღავათებზე.

Global Finance -მა TBC ზედიზედ მეორედ 2020, 2021 წლებისთვის ქვეყნის საუკეთესო კერძო ბანკად დაასახელა.

პრემიუმ სეგმენტში SOLO-ს 2020 წელს 60,330 მომხმარებელი ჰყავდა, რაც y.y 10.6%-ით გაიზარდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები