| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამ 300 წლიან ხის ჩრდილში ჯდომა რად ღირს, - სებასტიან მოლინეუსმა ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე ინტერნეტზე წვდომის გაზრდით, ქართული სოფლების შესაძლებლობების გაზრდაზე აღნიშნა. "საქართველომ დაიწყო მოგზაურობა ციფრულ სამყაროში", - მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში,სანდო და დაცული ფართოზოლვანი ინტერნეტის სიკეთეზე ისაუბრა და გურულებს საპილოტე პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა.
"ეს მხოლოდ დასაწყისია და ვადასტურებ, რომ „ოუფენნეტის“ პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკი, დააკავშირებს მეტ ადამიანებს, საწარმოებს, დაწესებულებებს. Log in Georgia-ის პროექტს 0.5 მლნ ბენეფიციარი ჰყავს, მათ შორის ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტის დასაჭერად მუდმივად ადგილის შეცვლა აღარ მოუწევთ. სასტუმრო ბიზნესი უკეთესად შეძლებს პოზიციონირებას, ფერმერულ მეურნეობებს გაყიდვის მეტი უფრო მოქნილი არხი ექნება. ბიზნესი „ონლაინ“ პლატფორმებზე გაყიდის პროდუქტს თუ მომსახურებას .
თბილისთან სოფლების ციფრული გათანასწორების მიზანზე, 5 000 კმ-იანი ოპტიკურ ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ გურიის შემდეგ, სადაც ინტერნეტის 29 000 ადამინისთვის არის ხელმისაწვდომი, შემდეგ საპილოტე პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში (50 კმ) 13 დასახლებული პუნქტისთვის განხორციელდება და 10 500 პირი ისარგებლებს. საყოველთაო ინტერნეტიზაციაში ჩოხატაური , რაჭა-ლეჩხუმი, ქვემიო სვანეთი და ყველა სხვა რეგიონი ერთვება. დასრულდება 2025 წელს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss