| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Bank of Georgia Group
PLC-ის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, 2021
წლის პირველი კვარტალი ნაწილობრივი ჩაკეტილობით და შესაბამისად, საერთო ეკონომიკური
საქმიანობის დაბალი დონით აღინიშნა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ კვარტალში მშპ 4.2% –ით
შემცირდა, მარტის შემდეგ დავინახეთ აქტივობის დონის ამაღლება, შეზღუდვების შემსუბუქებით.
მისი თქმით, მშპ მარტში დაახლოებით 4% –ით გაიზარდა,
რაც პირველი წლიური ზრდაა გლობალური პანდემიის დასაწყისიდან. რაც COVID-19 ვაქცინაციის
პროგრამის ამოქმედებასთან ერთად, გაჩეჩილაძისთვის დამაიმედებელია.
„ამჟამად ჩვენ ველით, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა
3.6% –ით გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს შეზღუდვების შემდგომი მოხსნა, ვაქცინაციის
პროგრამის გაგრძელება და საერთაშორისო ტურისტების ნაწილობრივი დაბრუნება წელს“, - აცხადებს
CEO.
მისივე თქმით, 2021 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში
მათმა საბანკო ფრენჩაიზმა ძლიერი გამძლეობა აჩვენა. მათი საკრედიტო პორტფელის მაღალი
ხარისხი აშკარაა, განსაკუთრებით კორპორაციული და საინვესტიციო მიმართულებით.
მიუხედავად რთული საოპერაციო გარემოსა, გაჩეჩილაძის
ინფორმაციით, ჯგუფმა ძლიერი მომგებიანობა გამოავლინა 1Q21-ში ROAE - 21.5%, ზედიზედ
მეოთხე კვარტალია, პანდემიის
პირობებში ROAE-ს 20%-ზე
მაღლა ვინარჩუნებთ.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ROAE -18.6% იყო, ხოლო
4Q20-ში
კი 21.3%.
ჯგუფმა 2020-ში ჯამურად 294.9 მლნ ლარის მოგება მიიღო
და ეკონომიკური აქტივობის ფონზე, ROAE-მ 13% შეადგინა.
საშუალოვადიანი გეგმაა ROAE-ს 20%-ზე მაღლა
შენარჩუნება.
ცნობისთვის, TBC-ის
CEO 2021
წელს ეკონომიკის ზრდას 4.2-4.7%-იან შუალედში ელის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss