ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფარმაცევტულ კომპანიებს დახურვა ემუქრება
24 მაისი, 2021, 11:14
ფარმაცევტულ კომპანიებს დახურვა ემუქრება

თბილისი (GBC) - საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის განცხადებით,  საქართველოში დღეისთვის 75 მოქმედი ფარმაცევტული კომპანიიდან 72-მა შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტოს და საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი, ოლიგოპოლიად იქცე, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება პაციენტთა კეთილდღეობაზე. 


მიზეზი საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილება, რომელიც მათ 2022 წლიდან კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტებზე გადასვლას ავალდებულებს


ასოციაციის განცხადებით, GMP-ის სტანდარტების შესაბამისი ქარხნის აშენება და ფუნქციონირებისთვის მომზადება საჭიროებს საშუალოდ 4-15 მლნ ევროსა და 3-5 წელიწადს.სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გარეშე კი, მხოლოდ კომპანიების მცირე რაოდენობა შეძლებს უპასუხოს საკანონმდებლო მოთხოვნებს მომავალი წლისთვის.

მათი თქმით, კომპანიების 96%-ის დახურვა, რა თქმა უნდა, შეამცირებს მედიკამენტების მიწოდებას და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იმპორტის გაზრდა გახდება საჭირო. 


ფარმაცევტთა ასოციაციის გამოთვლებით, მოხდება დაახლოებით 40-50 მლნლარის ადგილობრივი პროდუქტის იმპორტით ჩანაცვლება, რაც შესაბამსიად, უარყოფით გავლენას იქონიებს ლარის გაცვლით კურსზე. 


ასოციაციის ინფორმაციით, იმ ფარმაცევტულ კომპანიებში, რომლებიც არ შეესაბამებიან GMP-ის სტანდარტებს, დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი. შესაბამისად, კომპანიების დახურვა გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას და 5000-ზე მეტი ადამიანის ცხოვრების ხარისხი შემცირდება. 


ასოციაცია შიშობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც მივიღებთ, თუ კი არ შეიცვლება დადგენილების მოთხოვნები, მედიკამენტებზე ფასების საგრძნობი ზრდაა.ამავდროულად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს ისეთი ბიუჯეტური წამლების წარმოება, როგორებიცაა: ციტრამონი, ანალგინი, ვალერიანი, ასპირინი და ა.შ.


საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის რეკომენდაციითGMP-ის სტანდარტების დანერგვა 2027 წლის 1 იანვრამდე გადავადდეს, რაც საშუალებას მისცემს კომპანიებს შეიმუშაონ შესაბამისი სამოქმედო გეგმა და მოიძიონ აუცილებელი ფინანსური ინვესტიციები; ამავე დროს, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიერ გაცემული 36-თვიანი სესხის მოცულობა 5-დან 15 მლნ ლარამდე უნდა გაიზარდოს და GMP-ის სტანდარტებთან შესაბამისობა აუცილებელი გახდეს იმპორტირებული მედიკამენტებისთვისაც.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები