ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ზრდის მიუხედავად, 8 კომპანიას GCAP-ის პორტფელიდან გასვლა ემუქრება
მარიამ მინაძე
25 მაისი, 2021, 14:15
ზრდის მიუხედავად, 8 კომპანიას GCAP-ის პორტფელიდან გასვლა ემუქრება

თბილისი (GBC) - მ2 (Georgia Real Estate), ამბერ გრუპი (ქონების მართვის ჯგუფი), თელიანი ველი, გლობალ ბიარ ჯორჯია, სადისტრიბუციო კომპანია GDL,  Greenway Georgia, ამბოლი, Redberry, - ეს ის კომპანიებია, რომლებსაც Georgia Capital-ის (GCAP) პორფელიდან გასვლა ემუქრებათ.

ეს კომპანიები GCAP-ის პორტფელის „სხვა“ კატეგორიაში შედიან, რომელიც ბინების დეველოპმენტს, სტუმართმოყვარეობის და კომერციული უძრავი ქონების, სასმელების, ავტო სერვისისა და ციფრული სერვისების ბიზნესებს აერთიანებს.

ჩამოთვლილი ბიზნესები, პორტფელის მთლიანი ღირებულების 8.1%-ს შეადგენს. მისი ღირებულება ფასდება შიდა ბოლო 12 თვის განმავლობაში საწარმოს ღირებულების EBITDA-სთან შეფარდების  საფუძველზე, უმეტეს შემთხვევაში, გარდა მათი უძრავი ქონებისა და სტუმართმოყვარეობის ბიზნესისა.

კომპანიებს 1Q21-ში 236.2 მლნ ლარის საერთო ღირებულება ჰქონდათ, რაც 9.9%-ითაა გაზრდილი (q.q). ღირებულების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო მათი ღვინისა და ავტომომსახურების ბიზნესის ძლიერი საქმიანობა.

GCAP-ის თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით, ზრდის მიუხედავად, მიმართულება უცვლელია - პორტფელის კომპანიებში საოპერაციო ეფექტურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ფოკუსირებული იქნებიან ორ მკაფიო სტრატეგიულ პრიორიტეტზე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში: ვაცნობიერებთ ერთი მსხვილი კერძო პორტფელის ინვესტიციის ღირებულებას და ჩვენი ქვე-მასშტაბის ”სხვა” პორტფელის კომპანიების თავიდან მოშორება.

GCAP-ის ცნობით, აღნიშნული ბიზნესები (პორტფელის ღირებულების 8.1%) ასევე მტკიცედ გაჯანსაღდა და 8.7 მლნ ლარის EBITDA აჩვენა 1Q21-ის განმავლობაში, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 0.8 მლნ ლარი იყო (3.7 მლნ ლარი უარყოფითი EBITDA კი 1Q19-ში).

GCAP-ის 5 ბიზნეს მიმართულების ჯამურმა შემოსავლებმა 75.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 15.3%-ით გაიზარდა (y.y).

ზრდა ბინების დეველოპმენტის, სასმელების და ავტო მომსახურების ბიზნესის სოლიდური შემოსავლების ზრდა განაპირობებს, რაც 1Q21-ში 21.4% -ით, 9.2% -ით და 43.3% -ით გაიზარდა. აღნიშნული ბიზნესების წილმა მთლიან შემოსავლებში შესაბამისად, ბინების დეველოპმენტი - 47.1%,  სასმელების ბიზნესი - 31.5% და ავტო მომსახურების ბიზნესი - 15.7% შეადგინა.

ხოლო, წმინდა ფულადი სახსრების მოძრაობა საოპერაციო საქმიანობიდან შემცირდა 4.8 მლნ ლარამდე 1Q21-ში, რაც GCAP-ის განმარტებით, ძირითადად გამოწვეულია ნეგატიური წმინდა ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად, რაც ნაწილობრივ ანაზღაურდა სასმელი ბიზნესის საოპერაციო ფულადი ნაკადის მყარი ზრდით.

GCAP-ის სხვა პორტფოლიოში შედის მცირე კომპანიები შეზღუდული პოტენციალით, 0.5 მლრდ ლარის კაპიტალის ღირებულების მისაღწევად.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები