| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მუხიანი-ვარკეთილის მოსახლეობას გაზის გაძვირების 1-2 თვით გადავადება არ ახარებს, რადგან ზაფხულის პერიოდში დაზოგვას თავადაც ახერხებს. სემეკმა ვარკეთილის 16 000 აბონენტის გაზმომმარაგებელი კომპანიის შპს"ვარკეთილაირის" განაცხადი ივლისში უნდა განიხილოს და სავარაუდოდ აგვისტო-სექტემბრამდე ვარკეთილელებს ტარიფი შეუნარჩუნდება.
ტარიფის გაზრდის ძირითადი მიზეზი პანდემია, კერძოდ კი მის მიერ გამოწვეული ლარის გაუფასურებაა, რაც გაზის შესყიდვის ღირებულებას ამცირებს და ამცირებს კომპანიის შემოსავალსაც (ზუსტი ინფორმაცია კომპანიის შემოსავლების შესახებ კონფიდენციალურია). „ვარკეთილაირის“ დირექტორის მოადგილის განცხადებით, მარეგულირებელი კომისიის პასუხს ისინი ივლისში ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ სემეკმა უკვე დააკმაყოფილა
„თბილისი ენერჯის“
მოთხოვნა და ივნისიდან თბილისის მოსახლეობის უმეტესობას (>0.5 მლნ) გაზის ტარიფი 8 თეთრით გაეზრდება. განაცხადი შეტანილი აქვს „ენერგოკავშირსაც“, რომელიც მუხიანს ამარაგებს,12 000 აბონენტს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss