ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ლოქდაუნის ეფექტი - მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდული 119%-ით გაიზარდა
1 ივნისი, 2021, 14:07
ლოქდაუნის ეფექტი - მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდული 119%-ით გაიზარდა

2020 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდულად გაიზარდა. მობილური მომსახურების აბონენტებმა 188 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს. ეს მოცემულობა განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე, ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით, 4G ქსელისა და მომსახურების განვითარებით, რასაც დაემატა ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნა პანდემიიდან გამომდინარე.

მობილური ინტერნეტის ტრაფიკის ზრდა საქართველოში 2020 წლის განმავლობაში 119% იყო, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის მოხმარება 35%-ით გაიზარდა.


2020 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის ინტერნეტი შპს „მაგთიკომის“ აბონენტებმა მოიხმარეს. საშუალო ყოველთვიური მოხმარება 7.0 გბ-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 107%- ით მეტია. 2020 წლის IV კვარტლის მონაცემებით, შპს „მაგთიკომის“ აბონენტები ყველაზე მეტ ინტერნეტს -11.220 გბ-ს მოიხმარენ. სს „სილქნეტის“ აბონენტები ყოველთვიურად - 5.3 გბ ინტერნეტს მოიხმარენ, ხოლო შპს „ვიონი საქართველოს“ აბონენტები - 4.6 გბ-ს იყენებენ.

2020 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტ ტრაფიკის 85% უკვე 4G ტექნოლოგიაზე მოდის. 

საქართველოში პანდემიის დასაწყისში მობილური ხმოვანი მომსახურების ტრაფიკი, მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ ტრაფიკები 2020 წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეკორდულად გაიზარდა, რაც გამოცხადებულმა შეზღუდვებმა, ე.წ „ლოქდაუნმა“ განაპირობა. საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა, რის შედეგადაც ზაფხულის პერიოდში ივნისი-აგვისტოს თვეებში მობილური ხმოვანი მომსახურების ტრაფიკი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა. ხოლო სექტემბრის თვიდან ტრაფიკი კვლავ გაიზარდა როგორც მობილურ ხმოვან, ისე მობილურ და ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებებზე. აღნიშნული მატება დაწესებულმა წერტილოვანმა შეზღუდვებმა, ასევე, სკოლებისა და უნივერსიტეტების სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გადასვლამ გამოიწვია.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები