ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
აჩიკო გაჩეჩილაძე: ქვეყნისთვის რთულ ეკონომიკურ პირობებშიც კი ჩვენ ახალ შესაძლებლობებს ვხედავთ
მარიამ მინაძე
7 ივნისი, 2021, 16:13
აჩიკო გაჩეჩილაძე: ქვეყნისთვის რთულ ეკონომიკურ პირობებშიც კი ჩვენ ახალ შესაძლებლობებს ვხედავთ

თბილისი (GBC) - არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის CEO-მ ახალი ამბების გაზეთ და ვებ-გვერდ Newsweek-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ბანკის განვითარების ისტორიის და ქვეყნის ტრანფორმაციის გზაზე, საქართველოს ბანკის როლზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ქვეყნისთვის რთულ ეკონომიკურ პირობებშიც კი საქართველოს ბანკი ახალ შესაძლებლობებს ხედავს საქართველოს ბიზნესებისა და შინამეურნეობებისათვის.

გაჩეჩილაძე განსაკუთრებულ ზრდას ელის იმ მიმართულებებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში - ესენია,  საცალო ვაჭრობა, მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოები და აგრეთვე თვითდასაქმებული პირები.

გაჩეჩილაძე საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის უფრო და უფრო მაღალ ზრდას ელის.

თავის მხრივ ბანკი კი შესანიშნავად პოზიციონირებულია, რათა მხარი დაუჭიროს ეკონომიკის ზრდის შემდგომ ტალღას და მასთან ერთად, მხარი დაუჭიროს ინვესტორებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ეკონომიკის  ზრდის ისტორიაში.

 „სანამ ვიცავთ თავისუფალ ვაჭრობას, დაბალ გადასახადებსა და გამჭვირვალობას, საქართველო კვლავ მოიზიდავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

გაჩეჩილაძის ღრმა რწმენით, საქართველოს შეუძლია გახდეს ბაზა, იმისათვის რომ ბიზნესი, მრავალი მიმართულებით აკეთოთ უფრო ფართე რეგიონისთვის.

საქართველოს ბანკს 2.3  მლნ ინდივიდუალური საცალო და დაახლოებით, 233,000 ბიზნესმომხმარებელი ჰყავს.

Newsweek 80 წელზე მეტია მკითხველს ახალ ამბებს, ღრმა ანალიზს და სხვადასხვა მოსაზრებებს სთავაზობს საერთაშორისო მოვლენებზე, ტექნოლოგიებზე, ბიზნესზე, კულტურასა და სპორტზე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები