ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს რკინიგზამ თბომავლები შეაკეთა
8 ივნისი, 2021, 12:08
საქართველოს რკინიგზამ თბომავლები შეაკეთა

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ფილიალმა ორი ერთეული სამანევრო ლოკომოტივის კაპიტალური შეკეთება განახორციელა. ლოკომოტივებს ყველა ის ძირითადი კვანძი და დეტალი შეეცვალათ, რაც წევის ძალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. მოდერნიზების თვალსაზრისით კი, თბომავლებს ისეთი თანამედროვე სისტემები დაუმონტაჟდათ, რაც ლოკომოტივების მუშაობის ეფექტურობასა და უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის. მათ შორისაა:

·                     „HEINZMANN“-ის  დიზელ-გენერატორის მიკროპროცესორული მართვის სისტემა, რომელიც ცილინდრების მუშაობას არეგულირებს და საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს

·                     თანამედროვე სტანდარტების ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაცია და ელექტრული სიჩქარმზომი, მონაცემების მეხსიერების ბარათზე ჩაწერის ფუნქციით

·                     საწვავის ხარჯის და დიზელის პარამეტრების კონტროლის სისტემა

·                     თანამედროვე ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები