| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მსოფლიო
ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ბანკის უახლესი ანგარიშის
მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, რაც იანვრის პროგნოზთან შედარებით
2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბანკმა გადახედა 2022 წლის პროგნოზსაც და ის 5%-ით განისაზღვრა,
რაც წინა პროგნოზთან შედარებით 1%-ული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
ეკონომიკური
ზრდის პროგნოზს გადახედა მთავრობამაც და ის 6.5%-ით განისაზღვრა. თუკი მთავრობის მოლოდინი
გამართლა, 2021 წლის ბოლოს საქართველო 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება და მას მცირედით
გაასწრებს.
შეგახსენებთ,
რომ აპრილში საქართველოში რეკორდული 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. გასული
წლის აპრილში ეკონომიკური ვარდნა 16%-ს შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელთან
შედარებით აპრილში ეკონომიკა 19%-ზე მეტად გაიზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss