| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - I კვარტალში 125.4 მლნ. აშშ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) შემოვიდა. წლიურად კლებაა 28.3%.
საქსტატის ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: I- გაერთიანებული სამეფო - 88.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5 %-ს შეადგენს, მე-2 რუსეთია - 31.9 მლნ აშშ დოლარით ( 25.4 %); მე-3 თურქეთი - 24.5 აშშ დოლარით, (19.5 %). რუსეთიდან FDI გასამმაგებულია (Q1/2020 - $11.1 მლნ)
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9 %-ია. მეორეაენერგეტიკის სექტორი - 35.5 მლნ. აშშ დოლარით (28.3 %), III - მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ. აშშ დოლარით (22.2 %).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss