| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – TBC Bank Group PLC და მისი შვილობილი TBC Bank (ე.წ მირორინგის გათვალისწინებით) ნიკოლოზ ენუქიძემ, ნიკოლას
დომინიკ ჰააგმა და ერიკ ჯეი რაჯენდრამ საბოლოოდ დატოვეს.
სამივე
მათგანი სებ-ის რეგულაციის შესაბამისად, დაკავებული თანამდებობებიდან გადადგნენ, თუმცა
დარჩნენ როგორც არა-აღმასრულებელი დირექტორები და ამავე დროს იყვნენ წევრები სხვადასხვა
კომიტეტებში.
კერძოდ,
ენუქიძე ნომინაციის კომიტეტის წევრად და არა-აღმასრულებელ დირექტორად რჩებოდა.
ნიკოლას
ჰააგი დღემდე არსებული ყველა კომიტეტის წევრად რჩებოდა, მათ შორის აუდიტის კომიტეტის,
ანაზღაურების კომიტეტის, კორპორატიული მართვისა და ნომინაციის კომიტეტის, და რისკების
კომიტეტის.
იქამდე
ჰააგი აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეჭირა.
ერიკ
რაჯენდრა კი ანაზღაურების კომიტეტის და კორპორატიული მართვისა და ნომინაციის კომიტეტის
წევრად რჩებოდა.
სამივე
მათგანმა გადადგომის შემდეგ ჯერ განაცხადეს, რომ AGM-ზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არ დააფიქსირებდნენ,
თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს.
მათ
სურვილს ხელახლა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში საბჭოს უმრავლესობა მხარს არ უჭერდა
და იმედოვნებდნენ, რომ აქციონერები უარს იტყოდნენ TBC PLC AGM– ზე მათ ხელახალ დანიშვნაზე.
თუმცა
AGM-მდე, რომელიც 14 ივნისს
გაიმართა, ბორდს სამი ახალი წევრი შეუერთდა და მათ კვლავ უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობის
მიღებაზე, რისთვისაც საბჭომ მათ მადლობა გადაუხადა.
სამი ახალი წევრის დანიშვნას, ერან კლაინის, პერ ანდერს ფასტის და თაიმიოს ფი. კირიაკოპულოსის დირექტორებად დანიშნას AGM-ზე აქციონერების 100%-მა დაუჭირა მხარი.
ბორდში
ცვლილების მიზეზი, სებ-ის კორპორატიული მართვის კოდექსში შეტანილი ცვლილებები იყო,
რომლის ერთ-ერთი პუნქტი ის იყო, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უნდა იყოს დამოუკიდებელი;
ხოლო
დრო, რომლის შემდეგაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამოუკიდებლად შეწყვეტილად ითვლება,
9 წლიდან 7 წლამდე შემცირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss