| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თიბისი ლარში დანაზოგის მსურველებს ახალისებს. ლარის ვადიან ანაბარზე სარეგებელი (1 წლიანი, ვადის ბოლოს სარგებლის გატანით) 11, 6% -ნდე გაზარდა. სავალუტო ანაბარზე კვლავ შეამცირა, აშშ დოლარში 0.6%-მდე და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში 0.45%-მდე. ევროს ნებისმიერი ტიპის ანაბარი სარგებლის გარეშეა.
სარგებელი შემცირდა მოთხოვნამდე დეპოზიტზეც. სავალუტო ($) "ჩემი სეიფის" წლიური სარგებელი 0.35%-ით განისაზღვრა, ₾არში -5.5% შენარჩუნდა. ამ, მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტს, სარგებელი მხოლოდ ხელუხლებელ ნაშთზე ერიცხება. მაგ: თუ საანგარიშო თვის დასაწყისში ანგარიშზე 500 ერთეული ₾/$ ირიცხებოდა. მეანაბრემ 200 გაიტანა და თვის ბოლომდე შეაბრუნა, სარგებელი მხოლოდ 300 ₾/$-ს დაერიცხება, შემდეგი თვის დასაწყისში.
არსებულ განაკვეთს - 2% ინარჩუნებს ლარის შემნახველი ანაბარი. აშშ დოლარში -0.2%-ია. ამ მოთხოვნად ანაბარს სარგებელი ყოველდღიურად ერიცხება, თვის ბოლოს კი დაჯამებული დღეების.
სექტორი ცვლილებებს სებ-ის ბოლოდროინდელ რეგულაციას უკავშირებს, რამაც ბანკებს, აშშ დოლარსა და სხვა უცხოურ ვალუტაში, დეპოზიტის მოზიდვის მოტივაცია დაუკარგა.
დოლარიზაციის წნეხში მოქცეული მონეტარული პოლიტიკიდან ( ეფექტიანობა ეზღუდება) ფინანსური სტაბილურობის გაზრდილი რისკის დაბალანსების მოტივით, სებ-მა ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა, მოკლე (1 წლამდე) და გრძელვადიანზე (1-2 წელი+) 15%&25%-დან 10%-მდე, მხოლოდ მაღალი ლარიზაციის მქონე პორტფელიან ბანკებს შეუმცირა.
ანაბრების 70% დოლარიზაციაზე კი 25% ნორმა შენარჩუნდა (ცვლილება 6.07.2021 -დან ამოქმედდება). რა კატეგორიაშიც გადის თიბისი, რომლის წილი საცალო ანაბრებში 39.7% (₾7.6 მლრდ) , მთლიანში (ფიზ და იურიდიული პირების დეპოზიტებით) 39.6% -ით (₾13.99 მლრდ) განისაზღვრება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss