| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - Bank of Georgia Group PLC- ის (BOGG)
აღმასრულებელთა აქციებით ცვალებადი კომპენსაციის ტრასტის მმართველმა კომპანიამ, Sanne Fidiciary Services Limited-მა, დამოუკიდებელი
ბროკერის შუამავლობით BOGG-ს 53,518 ჩვეულებრივი აქცია შეიძინა, თითოეულის
ნომინალური ღირებულება £0.01. თითოეული აქციის ღირებულება £13.40 იყო (ვაჭრობა 25 ივნისს შედგა).
ტრასტს
აქციები მისი ბენეფიციარების ჯილდოებისთვის უჭირავს. პოტენციურ ბენეფიციარებს შორის
აღმასრულებელი დირექტორი და ჯგუფის მენეჯერული პასუხისმგებლობის მქონე პირები არიან.
აღნიშნული
ტრანზაქციების შემდეგ ტრასტი 1,108,883 აქციას იკავებს, რაც დაახლოებით
BOGG-ს მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების დაახლოებით 2.26%-ია. ტრასტის აქციები სრულად არსებული ჯილდოებისთვისაა
გამოყოფილი.
SANNE-მ
ასევე, როგორც BOGG-ს თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის მმართველმა, ბროკერის
მიერ მართული გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში BOGG-ს 30,613 ცალი ჩვეულებრივი აქცია შეისყიდა (ნომინალური ღირებულებით £0.01). საშუალო
ფასმა თითო აქციაზე £13.28 შეადგინა.
ვაჭრობა
25 ივნისს შედგა და ესეც აღმასრულებელი დირექტორების და მენეჯერების ჯილდოებისთვისაა
(ცვალებადი ანაზღაურებისთვის) განკუთვნილი.
აღნიშნული
ტრანზაქციის შემდეგ, თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის საკუთრებაში 504,796 ცალი აქცია იქნება, რაც ჯგუფის მიერ გამოშვებული
სააქციო კაპიტალის 1.03%-ია. აქციების 80%
(403,014) ჯილდოებისთვისაა (ცვალებადი ანაზღაურებისთვის) განკუთვნილი.
მენეჯერებისა
და თანამშრომლების ჯილდოებისთვის BOGG აქციებს ეტაპობრივად ყიდულობს.
Sanne-მ
ორივე ტრასტისთვის აქციები 11 ივნისსაც და 18 ივნისსაც შეიძინა. 11-ში შესაბამისად,
£12.81 და £12.86-ში, ხოლო 18-ში £13.20 და
£13.17-ში.
BGEO-ს აქციების ფასი დღეის
მდგომარეობით, £13.44- 13.54 - ის ფარგლებში მერყეობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss