ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თიბისი თელმიკოს მომსახურების გადახდის გამარტივებაზე აცხადებს
1 ივლისი, 2021, 12:12
თიბისი თელმიკოს მომსახურების გადახდის გამარტივებაზე აცხადებს

თბილისი (GBC) - 1 ივლისიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია იცვლება, აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად კომპანია „თელმიკო“ მოემსახურება.

იმისათვის რომ გავუმარტივოთ მომხმარებლებს ეს ცვლილება, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის სისტემაში ახალი სერვისი დაემატა - თელმიკოს ელ. ენერგია. მათ ამ ახალ სერვისზე ელექტროენერგიის გადახდის შაბლონები, იგივე აბონენტის ნომრით ავტომატურად გამოუჩნდებათ მობაილ და ინტერნეტბანკის კომუნალური გადახდებში.

მომხმარებლებმა 1 ივლისამდე დარიცხული დავალიანება „თელასის“ სერვისის გამოყენებით უნდა დაფარონ, ხოლო 1 ივლისიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აღნიშნული ახალი სერვისის საშუალებით უნდა განახორციელონ.

ხოლო მათ, ვისაც ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა ავტომატურ გადარიცხვებში ჰქონდა დამატებული,  თელმიკოს ელ. ენეგრიის გადახდის დავალება ახლიდან უნდა შექმნან არსებული აბონენტის ნომრით.

 „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს“ აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება  არ აისახება ელექტროენერგიის ტარიფზე.  კომპანია თელმიკოსთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე:  +995 32 5 000 777.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები