ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
₾200 000 ზღვარი მოხსნის ნაცვლად იზრდება
14 ივლისი, 2021, 15:07
₾200 000 ზღვარი მოხსნის ნაცვლად იზრდება

თბილისი (GBC) -₾ 200 000  ზღვარი მოხსნის ნაცვლად იზრდება, 300 000 ლარამდე, თუმცა მხოლოდ სუბსიდირებული იპოთეკისთვის, რომლის დაწყება აგვისტოსთვის იგეგმება. იპოთეკა -2020-სგან განსხვავებით, იპოთეკა-2021 -ის სამიზნე ჯგუფი უფრო ფართოა. მხოლოდ ახლადაშენებული ბინის შეძენა არ ფინანსდება.  და როგორც ინიციატორები აცხადებენ, არც დროშია შემოსაზღვრული, არც რაოდენობაში.  წყვილს I და II  შვილზე იპოთეკა 6%-ით, III, IV-ზე,  8% -ით დაუსუბსიდირდება. კეთილი მიზნების მიუხედავად, ინიციატივას ყველა გადამხდელი იურიდიული და ფიზიკური პირი არ იწონებს. სამართლიანად არ მიაჩნით, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტში მათი შეტანილი ფულით სხვების დემოგრაფიული პრობლემა მოგვარდეს.  სხვა ქვეყნებში, მათ შორის იმ სივრცეში, რომლის წევრობის საქართველო ილტვის, გავრცელებული პრაქტიკით, მსგავს ინიციატივებს კერძო ფონდები აფინანსებს და ნებაყოფლობითია. აწარმოე საქართველოშის დაგეგმილი კამპანია 2021 -ის ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ,  ეკონომიკის სამინისტროსთვის დამატებული ₾55 მლნ-იანი ასიგნებებიდან  დაფინანსდება. წელს 5 მლნ-მდე დახარჯვას ვარაუდობენ, თუ  პროგრამის აგვისტოში დაწყება მოესწრება. თუ არა, უფრო ნაკლებს.

TBC კაპიტალის ბოლო მიმოხილვით, პანდემიამდელ 2019 -თან შედარებით იპოთეკური სესხების გაცემები 30% -ით გაზრდილია .

უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურებულია, თბილისში. მაისის კლების შემდეგ, რაც უქმე დღეებით იყო განპირობებული. ვივნისში 9% ზრდაა. 1-24 ივნისის პერიოდში გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს 11%-ით აღემატებოდა (2020-ს 68%-ით).

ახალი  პროგრამით გათვალისწინებულია 6% და 8% -ით, 60 000 -  300 000 ლარამდე მოცულობის იპოთეკური სესხების პროცენტის თანადაფარვა. შეღავათით ვერ ისარგებლებს აშშ დოლარსა და ევროში 200 001 -300 000 ლარის ექვივალენტში სესხის ამღები.  

შეგახსენებთ, სავალუტო სესხზე ₾100 000  ზღვარი მამუკა  ბახტაძის ფინანსთა მინისტრობისას დაწესდა  და სამოქალაქო კოდექსში 12/2018-ის მორიგი ცვლილებით ₾200 000 -მდე გაზრდილი განაკვეთით, მაჭავარიანის მინისტრობისას ამოქმედდა

წინა, გახარიას პრემიერობისდროინდელი 70 მილიონიანი პროგრამით, რომელიც 2025 წელს სრულდება 800 მლნ ლარზე მეტი იპოთეკაა სუბსიდირებული. 4% -იანი თანადაფარვის პირობით. იყო გარანტიაც, - დეველოპერი 30%-ს თუ ვერ გაყიდდა სახელმწიფო შეისყიდდა. 

პროგრამა 25.06.2020 -ში გამოცხადდა და 1.07.2020-დან ამოქმედდა, 24.06 -ში კი სებ -ის მპკ-მ რეფინანსირების განაკვეთი 8.25% -მდე შეამცირა. სებ-ის მპკ 4 აგვისტოს უნდა გაიმართოს. როგორც იცით, იპოთეკა ცვლადგანაკვეთიანია და  რეფინანსირებას (9.5%) ებმება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები