ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Fulbright-ის საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი ალექსანდრე ონიანია
19 ივლისი, 2021, 11:44
Fulbright-ის საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი ალექსანდრე ონიანია

თბილისი (GBC) -  წლევანდელი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის საქართველოს ბანკის სტიპენდიატი უკვე ცნობილია.  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ალექსანდრე ონიანი ორი წლით Bentley University-ში გაემგზავრება. ის სწავლას აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

 წელს Fulbright-ს სულ 10 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

„აშშ-ს მთავრობასა და Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ახალგაზრდებს ყოველ წელს  აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მიიღონ. ბანკსა და ფულბრაიტს შორის პარტნიორობა 2014 წელს დაიწყო. ჩვენი მხარდაჭერით აშშ-ში უკვე 7 ქართველი სტუდენტი გაემგზავრა, წელს კი ამ რიცხვს ალექსანდრე ონიანი შეუერთდება. გვინდა მივულოცოთ ალექსანდრეს ეს დამსახურებული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ Bentley-ის პრესტიჟული უნივერსიტეტისაკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი მიზანია, მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, სასურველ ადგილას მიიღოს უმაღლესი ხარისხის განათლება. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

:Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. Fulbright-ის სტიპენდია მთელს მსოფლიოში აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას წარმოადგენს. სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს.  ამჟამად ფულბრაიტის 2022-2023 წლის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს. საბუთების მიღება  2021 წლის 1 მაისს დაიწყო და 2021 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://boe.ge/project/fulbright

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები