| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რატომ არ უნდა ვივაჭრო დოლარით, ხელფასი გავცე დოლარით, მანქანა, ბინა, ტანსაცმელი ვიყიდო დოლარით?, - სებ-ის პრეზიდენტმა, 2020-ის ანგარიშის პარლამენტში წარდგენის შემდეგ, იაგო ხვიჩიას (გირჩი) უპასუხა, რომ ლარს კანონმდებლობა აღიარებს ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად. ის ანგარიშსწორების ერთეულია. ამასთან სხვა ნებისმიერი ვალუტის ლარში დაკონვერტება და გამოყენებაც შესაძლებელია.
სებ-ის დაშვებულ შეცდომებზე, რაქვიაშვილის (გირჩი) კითხვაზე გვენეტაძის პასუხის პირველი ნაწილი შეეხო 2020 -ს, უპრეცედენტო შოკებით დახუნძლულ წელს. პერიოდს, როცა ყოველი ნაბიჯის წინასწარ გაანალიზებას პანდემიის გაურკვევლობა ართულებდა. თუმცა მარეგულირებელმა ფინანსური შოკებთან გამკლავებისთვის ფინანსური სექტორი სათანადოდ მოამზადა. რის დასტურადაც, სებ-ის პრეზიდენტმა სსფ-ის, სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო და სარეიტინგო კომპანიების შეფასებები მოიხმო.
კობა გვენეტაძის პასუხის თანახმად, სებ-ი 2019 წლის შემოდგომამდე უშეცდომოდ მივიდა და პანდემიის კრიზისის გაურკვევლობის გამორიცხვით, დღემდე უშეცდომოდ მოდის. თუ არ ჩავთვლით, 30% სარეზერვო ნორმის 25%-მდე შემცირების ლარიზაციის დამაზიანებელ შემოდგომის გადაწყვეტილებას. რასაც სებ-ის პრეზიდენტი ნანობს.
გახარიასთან კორდინირებული მაშინდელი ნაბიჯი გაუფასურებული ლარის ინფლაციაზე წნეხის განეიტრალებას ემსახურებოდა. ამით კი სებ-ს გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი თავისივე გამკაცრებული ნორმის მოკლე ვადაში შემსუბუქება მოუწია. ბანკების მიერ მოზიდულ სავალუტო რესურსზე 25%-დან 30%-მდე გაზრდილი ნორმა 2 ეტაპად შევიდა ძალაში, +3% (18 აპრილიდან) და +2% (16 მაისიდან). ამასთან 5%-მდე შემსუბუქდა ლარში. ამით სებ-ი "გრძელ ლარს" ახალისებს, სავალუტოს მოთოკვით კი პირიქით, "გრძელ დოლარს" ამოკლებს.
უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის შემსუბუქება მაშინ, მაშინდელმა პრემიერმა და სებ-ის პრეზიდენტმა საბანკო სექტორისთვის $700 მლნ-ის საკრედიტო რესურსის გაჩენის სიკეთით ახსნეს. რასაც სავალუტო სესხიც უნდა გაეიაფებინა. გააიაფა, მაგრამ $67 000-მდე მსესხებლებისთვის არა (მიმდინარე ფასებში), რადგან სავალუტო დაკრედიტების ₾200 000 ზღვარი არც მოიხსნა და არც დაიწია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss