ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ბაიდენმა ელჩებად მოკავშირეების ცოლები დანიშნა
23 ივლისი, 2021, 18:32
ბაიდენმა ელჩებად მოკავშირეების ცოლები დანიშნა

თბილისი (GBC) -  აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროპაში ელჩებად პოლიტიკური მოკავშირეების ცოლები დანიშნა.„თაიმსის“ ცნობით, 

 როგორც გამოცემა იუწყება, მათ შორის არიან მასაჩუსეტსის ყოფილი სენატორის, ტედ კენედის მეუღლე ვიქტორია რეჯი კენედი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ავსტრიის ელჩად წარადგინა და ჯეიმი ჰარპუტლიანი, რომელიც ბაიდენის დონორის მეუღლეა და სლოვენიის ელჩადაა წარდგენილი. მანამდე, ბაიდენმა რომში გაერო-ს სურსათის სააგენტოში აშშ-ის წარმომადგენლად დანიშნა ჯონ მაკკეინის ქვრივი სინდი მაკკეინი.

„თაიმსის“ ცნობით, ბაიდენმა ქალი ელჩები შეარჩია ასევე დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ირლანდიაში.

 როგორც „თაიმსი“ წერს, პრეზიდენტები პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდამჭერებს ევროპის დედაქალაქებში სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნით ხშირად აჯილდოებენ. დიპლომატიური სამსახურის ასოციაციის ცნობით, 1960-დან 2016 წლამდე დასავლეთ ევროპაში ელჩები ძირითადად პოლიტიკური ნიშნით იყვნენ შერჩეული. (წყარო: საზმაუ)

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები