| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქსტატის
მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში 2020-ის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების
ფასების ინდექსი 10.1%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელი ბინების ფასი 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო
კერძო ბინების კი 17.9%-ით.
2021 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების კლება
დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.3 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები
გაიზარდა კერძო სახლების სეგმენტში (2.2 პროცენტი).
ახალაშენებულ
დასრულებულ ბინებში 1კვ.მ-ის მედიანური ფასი საქსტატის მონაცემებით, შავი კარკასის
შემთხვევაში 2311 ლარია, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ფასი 1909 ლარი იყო.
მწვანე კარკასის ფასი კვადრატულზე 2773 ლარამდეა გაზრდილი 2291 ლარიდან, ხოლო თეთრი
კარკასის ფასი 3139 ლარს შეადგენს, მაშინ როცა გასული წლის მეორე კვარტალში ფასი
2936 ლარი იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss