| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - Bank of Georgia Group PLC- ის (BOGG)
აღმასრულებელთა აქციებით ცვალებადი კომპენსაციის ტრასტის მმართველმა კომპანიამ, Sanne Fidiciary Services Limited-მა, დამოუკიდებელი
ბროკერის შუამავლობით BOGG-ს 17,038 ჩვეულებრივი აქცია შეიძინა, თითოეულის ნომინალური ღირებულება £0.01. თითოეული
აქციის ღირებულება £14.7 იყო (ვაჭრობა 30 ივლისს შედგა). ბოლო ვაჭრობა 23 ივლისს შედგა, საშუალო
ფასი £14.22.
ტრასტს
აქციები მისი ბენეფიციარების ჯილდოებისთვის უჭირავს. პოტენციურ ბენეფიციარებს შორის
აღმასრულებელი დირექტორი და ჯგუფის მენეჯერული პასუხისმგებლობის მქონე პირები არიან.
აღნიშნული
ტრანზაქციების შემდეგ ტრასტი 1,217,976 აქციას იკავებს, რაც დაახლოებით
BOGG-ს მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების დაახლოებით 2.48%-ია (23-სთვის 2.44% იყო). ტრასტის აქციები სრულად არსებული ჯილდოებისთვისაა
გამოყოფილი.
SANNE-მ
ასევე, როგორც BOGG-ს თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის მმართველმა, ბროკერის
მიერ მართული გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში BOGG-ს 11,600 ცალი ჩვეულებრივი აქცია შეისყიდა (ნომინალური ღირებულებით £0.01). საშუალო
ფასმა თითო აქციაზე £14.92 შეადგინა.
ვაჭრობა
30 ივლისს
შედგა და ესეც აღმასრულებელი დირექტორების და მენეჯერების ჯილდოებისთვისაა (ცვალებადი
ანაზღაურებისთვის) განკუთვნილი. წინა ვაჭრობა 23 ივლისს შედგა, საშუალო
ფასი თითო აქციაზე - £14.01.
აღნიშნული
ტრანზაქციის შემდეგ, თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის საკუთრებაში 562,840 ცალი აქცია იქნება, რაც ჯგუფის მიერ გამოშვებული
ჩვეულებრივი სააქციო კაპიტალის 1.14%-ია (23-სთვის 1.12%).
აქციების 71.6%
(403,014 უცვლელად) არსებული ჯილდოებისთვისაა (ცვალებადი ანაზღაურებისთვის) განკუთვნილი.
მენეჯერებისა
და თანამშრომლების ჯილდოებისთვის BOGG აქციებს ეტაპობრივად ყიდულობს.
Sanne-მ
ორივე ტრასტისთვის აქციები 11 ივნისს, 18 ივნისსაც, 25 ივნისს, 9 ივლისს და 16 ივლისსაც
შეიძინა. იმ პერიოდიდან კი შესყიდვის მინიმალური ფასი 11-ში დაფიქსირდა £12.81.
BGEO-ს
აქციების ფასი დღეის მდგომარეობით, სტაბილურად £14.94-ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss