| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უცხოური ინვესტიციები 2020 წელს რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.
"საქსტატის" გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირებულია და სულ 572 მლნ დოლარია. 57.2%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით და 7.3%-ით ნაკლები 2020 წლის წინასწარ მონაცემებზე.
"სასტატი" შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რამდენიმე საწარმოს გადასვლას ასახელებს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283 მლნ დოლარით შეამცირა.
2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 87.5% შეადგინა.
ინვესტორ ქვეყენებში ლიდერი გაერთიანებული სამეფოა, რომლზეც ინვესტიციების 53% (303 მლნ დოლარი), მეორე ადგილზეა ნიდერლანდები 35.1%-ით (200.7 მლნ დოლარი), მესამეზე - აშშ 17.2%-ით (98.4 მლნ დოლარი).
რაც შეეხება სექტორებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 404.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 70.7%-ია. მეორე ადგილზეა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 98.8 მლნ დოლარით, მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 90.3 მლნ დოლარით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss