| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - 1H21 პერიოდისთვის TBC Bank Group
PLC (TBC PLC) 403.4 მლნ ლარიან მოგებაზე გავიდა, რაც 5.8-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია
(y.y).
მოგებამ
2Q21-ში 250.4 მლნ
ლარი შეადგინა, რაც წლიურად თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია.
კაპიტალზე
უკუგებამ (ROE) 1H21-ში 25.9% შეადგინა (1H20
– 5.2%), ხოლო
2Q21-ში კი 31%
(2Q20 – 19.5%).
რაც
შეეხება აქტივებზე უკუგებას (ROA) 1H21-ში 3.6% შეადგინა (1H20 – 0.7%), ხოლო
2Q21-ში კი 4.4% (2Q20 – 2.6%).
ჯგუფის
საოპერაციო შემოსავალმა 1H21-ში 691.4 მლნ ლარი შეადგინა (+28%
, y.y),
ხოლო საოპერაციო დანახარჯებმა
კი 256.9 მლნ (+27.5%, y.y).
რაც
შეეხება საოპერაციო შემოსავლებს და ხარჯებს 2Q21-ში 380.3 მლნ ლარი (+52.1% , y.y), და 134.7 მლნ ლარი (+41.6%, y.y) შეადგინა, შესაბამისად.
ბანკის
CEO-ს ვახტანგ ბუცხრიკიძის
განმარტებით, მათი მომგებიანობა ძლიერი შემოსავლის გამომუშავებით იყო განპირობებული,
როგორც საპროცენტო, ისე არა საპროცენტო შემოსავლის კატეგორიებში.
კერძოდ,
მისი თქმით, წმინდა საპროცენტო მარჟა დაუბრუნდა პრე-პანდემიამდელ დონეს და 5% შეადგინა,
ხოლო წმინდა საკომისიოდან და მოსაკრებლიდან შემოსავალი გაიზარდა 59.4% -ით (y.y), უპირველეს ყოვლისა, ბიზნეს საქმიანობის
აღორძინების და უზბეკური შვილობილი კომპანიის, Payme– ის
სწრაფი ზრდის გამო. ასევე, სხვადასხვა ბიზნეს ინიციატივებით, რომლებიც განხორციელებულია
მათ შიდა გადახდების ბიზნესში.
ჯგუფის
ძლიერ საოპერაციო შემოსავალს კიდევ უფრო შეუწყო ხელი საკრედიტო ზარალის ანაზღაურებამ,
რაც განპირობებულია მაკრო პერსპექტივის გაუმჯობესებით უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლებით,
ვიდრე მოსალოდნელი იყო. ასევე ერთი დიდი CIB მსესხებლისგან სესხის დაფარვით.
მისივე
განცხადებით, შედეგად, ჯგუფის რისკის ღირებულება -1.3% -მდე შემცირდა 2Q21 - ში. ამავე პერიოდში მათი ხარჯებისა
და შემოსავლების თანაფარდობა 35.4% -მდე შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე
2.6პ.პ-ით ნაკლებია. ეს ბუცხრიკიძის განმარტებით, განპირობებული იყო ძლიერი შემოსავლის
გენერირებით, რამაც შეცვალა ოპერაციული ხარჯების ზრდა.
ამავდროულად,
ბანკის დამოუკიდებელი ხარჯებისა და შემოსავლის თანაფარდობა 28.6% იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss